კრემლის პრესსპიკერი პესკოვი ისევ იმუქრება

კრემლის პრესსპიკერი განცხადებით, შესაძლებელია,  უკრაინის მსხვილ დასახლებულ პუნქტებზე სრული კონტროლი განხორციელდეს. პესკოვი განცხადებით, ეს  ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური დაცულობით მოხდება.

„თავდაცვის სამინისტრო მშვიდობიანი მოსახლეობის მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისას, არ გამორიცხავს შესაძლებლობას, სრული კონტროლი დაამყაროს მსხვილ დასახლებულ პუნქტებზე. საუბარია ზონებზე, რომლებიც ჰუმანიტარული ევაკუაციისთვის არ გამოიყენება“, – აცხადებს პესკოვი.

მისივე ინფორმაციით, ყველაფერი  გეგმით მიდის: „რუსეთის შეიარაღებული ძალები მუშაობენ მაღალი სიზუსტის იარაღით, რომელიც ანადგურებს მხოლოდ სამხედრო და საინფორმაციო ინფრასტრუქტურას. ყველა გეგმა განხორციელდება დადგენილ ვადებში სრულად“ – აღნიშნა პესკოვმა.

 

მსგავსი თემები