„უკრაინის აღსადგენად გაყინული რუსული აქტივები უნდა  გამოიყენონ“ – პოლონეთის პრემიერი

პოლონეთის პრემიერი ინიციატივით გამოდის, რუსი ოლიგარქების აქტივები, რომელიც  უდანაშაულო ადამიანების სისხლის ფასად არის დაგროვებული, გაიყიდოს და უკრაინის აღსადგენად მოხმარდეს.

როგორც მათეუშ მორავიეცკი აცხადებს, უკრაინის აღსადგენად საჭიროა მსხვილი ფონდის ჩამოყალიბება, რომელიც საზღვარგარეთ რუსეთისა და რუსი ოლიგარქების გაყინული აქტივების ბაზაზე შეიქმნება.

მისი თქმით, პუტინი მშვიდობიან მოსახლეობას შორის პანიკის დათესვას ცდილობს.

„რუსეთი დარტყმებს ახორციელებს ბრმად და სასტიკად ანადგურებს არა მარტო სამხედრო ინფრასტრუქტურას, არამედ მშვიდობიან მოსახლეობას, კლავს ბავშვებს, ქალებს, ბომბავს საავადმყოფოებს, სამშობიაროებს, ანადგურებს მილიონობით ადამიანის ნორმალურ ცხოვრებას“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.

მათეუშ მორავიეცკის განცხადებით, პოლონეთი აღნიშნულ ინფორმაციას აუცილებლად მიაწვდის სხვა ევროპულ ქვეყნებსაც, რათა არ ეცადონ, დაუბრუნდნენ ისეთ მდგომარეობას, თითქოს არაფერი მომხდარა.

 

მსგავსი თემები