რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება დასრულდა და ტექნიკური შესვენება გამოცხადდა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ორმხრივი შეხვედრა დროებით დასრულდა და ხვალამდე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

„ხვალამდე მოლაპარაკებებში ტექნიკური პაუზა გამოცხადდა. ეს ცალკეული დეტალების დასაზუსტებლად და სხვა სამუშაო ქვეჯგუფებთან სამუშაოს წარმოებისთვის მოხდა. მოლაპარაკებები გრძელდება…“ – აცხადებს პოდოლიაკი.

მისივე შეფასებით, ბევრი დეტალია, რომელიც რუსული მხარისგან მოითხოვს პასუხს.

„აზრთა სხვადასხვაობა იმით აიხსნება, რომ მხარეებს ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული პოლიტიკური სისტემები აქვთ. უკრაინა არის საზოგადოებაში თავისუფალი დიალოგი და აუცილებელი კონსენსუსი. რუსეთი კი არის ულტიმატუმების გზით საკუთარი საზოგადოების ჩახშობა“, – აცხადებს პოდოლიაკმა.

მსგავსი თემები