რუსულ მხარესთან მოლაპარაკება მძიმედ მიმდინარეობს

​უკრაინულ-რუსულუ მოლაპარაკებები მძიმედ მიმდინარეობს. როგორც მოლაპარაკების ერთ-ერთი მონაწილე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის წარმომადგენელი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, კომუნიკაცია მძიმეა, თუმცა, მაინც გრძელდება.

„მხარეები აქტიურად გამოთქვამენ თავიანთ დაზუსტებულ პოზიციებს.  კომუნიკაცია მძიმეა, მაგრამ, მაინც მიდის. აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი იმაშია, რომ ჩვენ ძალიან განსხვავებული პოლიტიკური სისტემები გვაქვს. უკრაინა – ეს საზოგადოებაში თავისუფალი დიალოგი და აუცილებელი კონსენსუსია. რუსეთი კი ულტიმატუმებით ჩახშობილი საკუთარივე საზოგადოება,“- განაცხადა პოდოლიაკმა.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი შეხვედრა „ონლაინ“ რეჟიმში მიმდინარეობს.

მსგავსი თემები