უკრაინულ-რუსული დელეგაციები პრეზიდენტების შეხვადრას აგვარებენ

უკრაინის პრეზენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ორი ქვეყნის დელეგაცის ჩართულია ონლაინ კონსულტაციებში, თუ სად და როგორ უნდა მოხდეს ორი პრეზიდენტის ნეიტრალურ ტერიტორიაზე შეხვედრა.

„ჩვენი ქვეყნების დელეგაციების წარმომადგენლები ყოველდღე საუბრობენ ვიდეო ფორმატში. ჩვენი დელეგაციის წევრების ამოცანაა რომ ყველაფერი გააკეთონ პრეზიდენტების შეხვედრისთვის“ – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისი თქმით, მთავარია, უკრაინამ, ამ მოლაპარაკებებში შედეგი მიიღოს.

„ეს რთული ამბავია. ჩვენი მიზანია, რომ უკრაინამ ამ ბრძოლაში, ამ რთულ მოლაპარაკებებში აუცილებელი შედეგი მიიღოს. ეს აუცილებელია  მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ – აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები