ომში მონაწილე მხარეები შემდგომი მოლაპარაკებისთვის ემზადებიან

რუსეთ-უკრაინის ე.წ. სამშვიდობო მოლაპარაკების შემდეგი ეტაპი მომავალ კვირას გაიმართება. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის ინფორმაციით,  ზუსტი დღე უცნობია.

„როგორც კი შემუშავდება სამართლებრივი ფორმატი, დაინიშნება შეხვედრა,  მოლაპარაკებების მეოთხე ეტაპი. ეს შეიძლება იყოს ხვალ, ზეგ. ახლა მოლაპარაკებების მაგიდაზე არის სხვადასხვა წინადადებები, არის ათეული წინადადება. ჩვენ განვიხილეთ ყველა საკითხი“ – აცხადებს პოდოლიაკი.

მსგავსი თემები