ერაყში, ქალაქ ერბილში აშშ-ს საკონსულოსთან რაკეტები ჩამოვარდა

ერაყში, ქალაქ ერბილში აშშ-ს საკონსულოსთან რაკეტები ჩამოვარდა. დაზიანდა ადგილობრივი მედიის – Kurdistan 24-ის შენობაც. ერაყის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ALHADATH-ის ინფორმაციით, ერბილის მიმართულებით 5 სარაკეტო იერიში სირიაში რევოლუციური გვარდიის ლიდერების მკვლელობის საპასუხოდ განხორციელდა.

პარალელურად, ირანის ტელეგრამ არხებზე შემდეგი შინაარსის შეტყობინება გავრცელდა:

ყველა ჩენს მეგობარს, რომლებიც თალყურს გვადევნებენ ან გვიერთდებიან რუსეთიდან, ჩეჩნეთიდან, ბელარუსიდან და ჩინეთიდან: მოხარულები ვართ მოგესალმოთ ერაყიდან, თქვენ მარტო არ ხართ!

მსგავსი თემები