„ეს ბოროტება ერთ ქვეყანაზე ვერ შეჩერდება“ – ზელენსკის მორიგი მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და მსოფლიოს აფრთხილებს, რომ ოკუპანტი ქვეყანა ერთ ქვეყანაზე არ შეჩერდება.

„ბოროტება, რომელიც მიზანმიმართულად ბომბავს მშვიდობიან ქალაქებს, ბოროტება, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანებსაც კი ესვრის და ანგრევს საავადმყოფოებს, ვერ შეჩერდება ერთ ქვეყანაზე, თუ მას უფრო შორს წასვლის ძალა ექნება. ჩვენ ახლა უკრაინის ისტორიაში მსოფლიოსგან უდიდესი მხარდაჭერა გვაქვს ჩვენს მისწრაფებებთან და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ნებისმიერ ქვეყანაში შეგიძლიათ, ჩაატაროთ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა და დაინახავთ, რომ უკრაინა ლიდერთა შორისაა, ვისაც თანაუგრძნობენ და მხარს უჭერენ, ხოლო რუსეთი არამხოლოდ მტრებს შორისაა, კიდევ უფრო დიდი ბოროტებაა, ვიდრე ჩრდილოეთ კორეა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები