ზელენსკი-პუტინის შეხვედრა შესაძლოა, ისრაელში შედგეს

საომარ მოქმედებებში ჩართული პრეზიდენტების შეხვედრის საკითხში შუამავლად ისრაელი ერთვება. კერძოდ, ისრაელის პრემიერი. აღნიშნული ინფორმაცია პრეზიდენტმა ზელენსკიმ გააჟღერა.

პრეზიდენტის თქმით, ნებისმიერი ქვეყნის შუამავლობა მისასალმებელია, ვინც ამას მოახერხებს და პუტინს შეხვედრაზე დაითანხმებს.

„რაც შეეხება ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბატონი ნაფტალი ბენეტის შუამდგომლობას,  დადებითად ვუყურებ მედიატორის როლს. ვფიქრობ, რომ ბატონი ბენეტი ამ როლს მოერგებოდა“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, პუტინთან შესახვედრად რუსეთის, უკრაინის ან ბელორუსის ტერიტორიის განხილვა არარეალურია.

მსგავსი თემები