ბელარუსი უკრაინაში შეჭრის გეგმებს უარყოფს

ბელარუსი უკრაინაში შეჭრის გეგმებს უარყოფს. განცხადება ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გააკეთა და უკრაინის საზღვართან ხუთი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის გაგზავნა როტაციით ახსნა.

სწორედ ამ ძალების მობილიზება გახდა კითხვის საფუძველი – ჩაერთვება თუ არა პუტინის მოკავშირე ლუკაშენკო საომარ მოქმედებებში. ამის შესახებ განცხადება გაკეთდა კიევშიც, სადაც ითქვა, რომ ბელარუსი მოძმე ერთან არ იომებს.

“მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჯარების გადაყვანა არანაირად არ არის დაკავშირებული რაიმე მომზადებასთან და განსაკუთრებით უკრაინის ტერიტორიაზე სპეცოპერაციაში ჩართულობასთან,” – განაცხადა გულევიჩმა.

მსგავსი თემები