რუსებმა მარიუპოლში დაბომბეს მეჩეთი, სადაც თავს ადამიანები აფარებდნენ

რუსმა ოკუპანტებმა  მარიუპოლში სულთან სულეიმან დიდებულისა და მისი მეუღლის როქსოლანას (ჰურემ სულთანის) მეჩეთი დაბომბეს – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მეჩეთში 80-ზე მეტი ადამიანი აფარებდა თავს, მათ შორის ბავშვები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მსგავსი თემები