აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დიმიტრი პესკოვის ოჯახს სანქციებს უწესებს

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის ოჯახს სანქციებს უწესებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.

ვუწესებთ სანქციებს რუსეთის სახელმწიფო დუმას 12 წევრს, ვინც ჩართული იყო ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებაში, ასევე კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის ცოლსა და ზრდასრულ შვილებს“ – განაცხადა ნედ პრაისმა.

სანქციები დაუწესდა ასევე 12 პირს.  სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, ამერიკა აგრძელებს მდიდარი რუსებისა და ელიტებისთვის სანქციების დაწესებას.

დიმიტრი პესკოვის ცოლი მოციგურავე ტატიანა ნავკაა. პესკოვს 5 შვილი ჰყავს.

 

მსგავსი თემები