1 243 ახალი შემთხვევა და 25 გარდაცვლილი – კორონავირუსის სტატისტიკა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 243 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – დღემდე კორონავირუსით სულ 1 634 686  ადამიანი დაინფიცირდა.

გარდაიცვალა 25 ადამიანი – პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 530 პირი ემსხვერპლა.

ვირუსისგან 3 064 პირი გამოჯანმრთელდა – ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 584 440 -მდე.

ბოლო 24 საათში ჩატარდა – 13 522 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 877, PCR ტესტით – 2 645.

დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა – 9,19% შეადგინა, ბოლო 14 დღის – 16,14%, ბოლო 7 დღის – 13,48%.

11 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარდა 1 301 აცრა, სულ აცრილია – 2 832 291.

მსგავსი თემები