ლუკაშენკო პუტინს უმტკიცებს, რომ უკრაინა ბელარუსზე თავდასხმას გეგმავდა

„ისინი თავს დაესხმებოდნენ ბელარუსისა და რუსეთის ჯარებს“ – აცხადებს ბელორუსის პრეზიდენტი და პუტინს უმტკიცებს რომ უკრაბინა ბელორუსში შესაჭრელად ემზადებოდა.

„მე გაჩვენებთ, საიდან აპირებდნენ ბელარუსზე თავდასხმას, ოპერაციამდე ექვსი საათით ადრე ოთხ პოზიციაზე პრევენციული დარტყმა რომ არ განხორციელებულიყო, მე გაჩვენებთ, რუკა ჩამოვიტანე,  ისინი თავს დაესხმებოდნენ ბელარუსისა და რუსეთის ჯარებს,  რომლებიც წვრთნებზე იმყოფებოდნენ. ამიტომ, ჩვენ არ გაგვიჩაღებია ეს ომი. ჩვენ სინდისი სუფთა გვაქვს“, – მიმართა კრემლში მყოფმა ლუკაშენკომ პარტნიორ პუტინს.

მისი თქმით, აუცილებელია კოლექტიური ხელშეკრულების ორგანიზაციისა და ევრაზიული კავშირის ფარგლებში კონსოლიდაცია.

ლუკაშენკო ევროპის ლიდერების ქმედებას ღორობას უწოდებს

მსგავსი თემები