„არის პოზიტიური ძვრები“ – პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებებზე

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებებს პოზიტიურად აფასებს. მისი თქმით, აღნიშნულ ინფორმაციას მას მოლაპარაკებაში მონაწილეები აწვდიან.

„აუცილებლად მოგაწვდით ინფორმაციას უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, პირველ რიგში კი იმაზე თუ როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომლებიც ახლა ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. იქ არის გარკვეული პოზიტიური ძვრები, როგორც მე მომახსენეს ჩვენმა მომლაპარაკებლებმა. ამის შესახებ დეტალურად მოგიყვებით,“- განაცხადა პუტინმა.

მას ზელენსკისთან შეხვედრაზე შეფასება არ გაუკეთებია.

 

მსგავსი თემები