„ჩვენ მათ მარტო არ დავტოვებთ, მხარს დავუჭერთ უკრაინის აღდგენას“  – ევროპა უკრაინას ამაგრებს

„ვაფასებთ უკრაინელ ხალხს მისი სიმამაცისთვის თავისი ქვეყნისა და ჩვენი საერთო ღირებულებების – თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვისთვის. ჩვენ მათ მარტო არ დავტოვებთ“ – აცხადებენ ვერსალში, სახელმწიფო მეთაურების სამიტზე შეკრებილი ლიდერები, რომლებიც უკრაინის საკითხს მეორე დღეა იხილავენ.

ლიდერების შეფასებით, უკრაინას ევროპელების მაქსიმალური დახმარება ექნება.

„ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გააგრძელებენ კოორდინირებულ პოლიტიკურ, ფინანსურ, მატერიალურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ დემოკრატიული უკრაინის აღდგენას, როგორც კი რუსეთის თავდასხმა შეწყდება. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი ზეწოლა რუსეთსა და ბელარუსზე. შემოვიღეთ მნიშვნელოვანი სანქციები და კვლავ მზად ვართ ახალი სანქციები სწრაფად შემოვიღოთ“ – ვკითხულობთ ერთობლივ დოკუმენტში.

მსგავსი თემები