ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის ინტეგრაციას მწვანე შუქი აუნთეს

ლიეტუვა მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით ინტეგრაციას. როგორც პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა აცხადებს, უკრაინას ამას იმსახურებს.

„გაერთიანება უკრაინის მისღებად მზადაა“ – ეს განცხადება ლიეტუვას პრეზიდენტმა ვერსალში, ევროკავშირის ლიდერების სამიტზე გააკეთა.

„ხუთსაათიანი მწვავე დისკუსიის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა თქვეს „დიახ“ უკრაინის ევროინტეგრაციაზე. პროცედურა დაიწყო. ახლა ჩვენი და უკრაინელების გადასაწყვეტია, რომ ეს სწრაფად განხორციელდეს. გმირი უკრაინელი ერი იმსახურებს იცოდეს, რომ მათ ევროკავშირში მივესალმებით“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ სამიტზე.

მსოფლიო ლიდერები უკრაინის თემაზე მსჯელობას დღესაც გააგრძელებენ. ზოგი ლიდერი კი ფიქრობს, რომ ომის პირობებში გაწევრიანება შეუძლებელია.

უკრაინას ევროკავშირში დაჩქარებული წესით ვერ მიიღებენ

მსგავსი თემები