„ცოტას ესმის რუსეთის აგრესიის შედეგები ისე, როგორც საქართველოს“ – თეთრი სახლი

“პრინციპი, რაც რუსეთმა დაარღვია 2008 წელს, როდესაც რუსული ძალები შეიჭრნენ საქართველოში, არის იგივე პრინციპი, რასაც ვლადიმერ პუტინი არღვევს დღეს“ – ეს განცხადება თეთრი სახლის პრეს-სპიკერს, ნედ პრაისს ეკუთვნის.

მისი შეფასებით, საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, რომელსაც ყველაზე უკეთ ესმის რუსული აგრესია.

„როდესაც საქმე ეხება საქართველოს, ვიტყვი, რომ ცოტა ქვეყანას ესმის რუსეთის აგრესიის პოტენციური შედეგები ისე, როგორც საქართველოს. ქვეყანას, სადაც 2008 წელს რუსული ძალები შეიჭრა… პრინციპი, რაც რუსეთმა დაარღვია 2008 წელს, როდესაც რუსული ძალები შეიჭრნენ საქართველოში, არის იგივე პრინციპი, რასაც ვლადიმერ პუტინი არღვევს დღეს, რომ საზღვრები უნდა იყოს ხელშეუხებელი; რომ დიდი სახელმწიფოები, დიდი ქვეყნები არ უნდა ჩაგრავდნენ პატარა ქვეყნებს, პატარა ერებს. ყველა ეს საკითხი სასწორზეა. ამიტომაც ჩვენ მოვუწოდებთ ქვეყნებს, მხარი დაუჭირონ უკრაინა და მხარი დაუჭირონ ამ პრინციპებს,“- აცხადებს პრაისი.

 

მსგავსი თემები