უკრაინას ევროკავშირში დაჩქარებული წესით ვერ მიიღებენ

უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღების შესაძლებლობაზე ევროკავშირის სამიტზე გერმანიის კანცლერმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ვერ მოხდება. თუმცა, როგორც ოლაფ შოლცმა განმარტა, აღნიშნა, ის გზა უნდა გაგრძელდეს, რაზეც შეთანხმება არსებობს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვაგრძოთ ის, რაც წარსულში გადავწყვიტეთ, ეს არის კურსი, რომელსაც უნდა გავყვეთ“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა საფრანგეთის პრეზიდენტმა და ეს ყველაფერი უკრაინაში მიმდინარე ომით ახსნა. თუმცა, როგორ მაკრონი აღნიშნავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკრაინას უნდა უთხრან უარი.

 

მსგავსი თემები