„ჩემს მიწაზე ქიმიური იარაღი არასდროს იქნება“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურია, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ საუბრობდა. ზელენსკი პუტინს პასუხობს და ამბობს, რომ მის მიწაზე ქიმიური იარაღი არასდროს იქნება.

„ჩვენ ადეკვატური ხალხი ვართ. ადეკვატური ქვეყნის, ადეკვატური ხალხის პრეზიდენტი ვარ. ორი შვილის მამა ვარ. არავითარ ქიმიურ ან სხვა მასობრივი განადგურების იარაღს ჩემს მიწაზე არავინ ამზადებს. ეს მთელმა მსოფლიომ იცის. თქვენც იცით. და თუ რაიმე ამდაგვარს გააკეთებთ ჩვენს წინააღმდეგ, პასუხად მიიღებთ მკაცრ სანქციებს“, – განაცხადა ზელენსკიმ

მსგავსი თემები