ჰააგის სასამართლოში აგვისტოს ომზე 3 პირის დაკავების დაკავების ორდერი შევიდა

„ჩემი ოფისის მიერ შეგროვებული და გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, მაქვს დასაბუთებული საფუძველი ვივარაუდო, რომ აღნიშნულ სამ პირს ეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას 2008 წლის 8-27 აგვისტოს პერიოდში“ – აცხადებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორი კარიმ ხანმა აგვისტოს ომის საქმეზე სამი პირის დაკავების ორდერისთვის განაცხადი შეიტანა.

რაც შეეხება  დასაკავებელთა სიაში შეყვანილებს, ისინი არიან:

  • გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინძაევი, რომელიც 2005-2008 წლებში „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ადმინისტრაციის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი იყო;
  • გამლეტ გუჩმაზოვი, რომელიც აგვისტოს ომის დროს „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი იყო;
  • დავით სანაკოევი, “სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. „პრეზიდენტის“ დე ფაქტო წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ასევე ცნობილი როგორც „ომბუდსმენი“ აგვისტოს ომის მოვლენების დროს.

პროკურორის განცხადებით, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული შემდეგია:  „საუბარია სამხედრო დანაშაულზე – თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წამება, არაადამიანური მოპყრობა, პიროვნული ღირსების შეურაცხყოფა, მძევლების აყვანა და უკანონო გადაცემა.“

პროკურორის თქმით, გამოვლენილია სხვა პირებიც, მათ შორისაა  რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი, ამჟამად გარდაცვლილი ვიაჩესლავ ბორისოვი.

 

მსგავსი თემები