„შეგვიძლია ევროკავშირში გაწევრიანება ომის პირობებში?“ – მაკრონის თქმით  კარები არ უნდა დაიხუროს  

საფრანგეთის პრეზიდენტი ამ ეტაპზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას შეუძლებლად მიიჩნევს, რადგანაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს. „შეგვიძლია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყება ომის პირობებში მყოფი ქვეყნისთვის? ვფიქრობ, რომ არა, უნდა ვუთხრათ რომ არასდროს? ეს არასამართლიანი იქნებოდა“, – აცხადება მაკრონი.

როგორც ემანუელ მაკრონმა ვერსალში ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე განაცხადა, უკრაინას ამ წუთში ძლიერი სიგნალის გაგზავნა სჭირდება.

„განვიხილავთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ამ ქვეყნებს, და განსაკუთრებით უკრაინას და უკრაინელებს  სჭირდებათ ძლიერი სიგნალის გაგზავნა.  ამასთან ერთად, ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ. შეგვიძლია კი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყება ომის პირობებში მყოფი ქვეყნისთვის? ვფიქრობ, რომ არა. უნდა დავუხუროთ კარები და ვუთხრათ, რომ არასდროს? ეს არასამართლიანი იქნებოდა. უნდა დავივიწყოთ რეგიონული წონასწორობა? აქაც ფრთხილად უნდა ვიყოთ“,- განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მისივე შეფასებით, ის მუდმივ კავშირზეა პუტინთან და უკრაინაში ომის გათვალისწინებით, ევროპა უნდა იყოს მზად ყველა შესაძლო სცენარისთვის.

მსგავსი თემები