ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი საქართველოს ხელისუფლებისგან მათი დამოუკიდებლობის აღიარებას ითხოვენ

უკრაინაში ომის პარალელურად, აქტიურობა ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთმაც დაიწყო. დეფაქტო საგარეო მინისტრებმა საქართველოს ხელისუფლებისგან აღიარება ოფიციალურად მოითხოვეს. ისინი მთავრობას მოუწოდებენ, დე ფაქტო რესპუბლიკების სუვერენიტეტი აღიაროს.

სპუტნიკის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დე ფაქტო მინისტრებმა ერთობლივი „კომუნიკეც“ კი მიიღეს.

„აფხაზურმა და სამხრეთ ოსურმა მხარეებმა განაცხადეს თავიანთი მტკიცე განზრახვა, მიაღწიონ იურიდიული შეთანხმების ხელმოწერას საქართველოს რესპუბლიკის მიერ ძალის გამოუყენებლობის საერთაშორისო გარანტიების შესახებ, საქართველოს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის, ასევე საქართველოს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის“, – ვკითხულობთ გავრცელებულ  დოკუმენტში.

 

მსგავსი თემები