პუტინი ზელენსკის იმ შემთხვევაში შეხვდება, თუ ზელენსკი კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს

თურქეთში მყოფმა სერგეი ლავროვმა, პუტინი-ზელენსკის შეხვედრასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვა უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ზელენსკის მხრიდან კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება მიღებული. კონკრეტულ გადაწყვეტილებაში კი რუსეთის მოთხოვნების დაკმაყოფილება იგულისხმა.

„პრეზიდენტი პუტინი თავს არასდროს არიდებს კონტაქტებს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის. უნდა არსებობდეს სპეციფიკური განსახილველი საკითხები. ჩვენ შევეხეთ ამ თემას ბატონ კულებასთან და მე შევახსენე მას, რომ ჩვენ ყოველვის მხარს ვუჭერთ შეხვედრას, თუ იქნება დამატებითი ღირებულება და ჩვენ შევძლებთ პრობლემის მოგვარებას უკანასკნელი წლების განმავლობაში. ანუ, უნდა მოხდეს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება აღნიშნულ შეხვედრაზე“ – განაცხადა ლავროვმა.

 

მსგავსი თემები