რუსეთი გააგრძელებს ომს, სანამ უკრაინა არ დანებდება

უკრაინის საგარეო მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებისთ რუსეთ არ აპირებს და გაჩერებას და ომს მანამ გააგრძელებს, სანამ უკრაინა არ დანებდება. აღნიშნული განცხადება საგარეო მინისტრმა ანტალიაში, ლავროვთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა,

„ლავროვი დეტალებში არ შესულა და თქვა, რომ ყველა სხვა საკითხი ე.წ. ბელორუსის შეხვედრის ფორმატში უნდა გაგრძელდეს. მან თქვა რომ ისინი გააგრძელებენ აგრესიულ საომარ მოქმედებებს, ვიდრე უკრაინისგან არ მიიღებენ პირობას მათი მთავარ მოთხოვნების შესრულებაზე. მათი მთავარი მოთხოვნა კი ჩვენი დანებებაა. ისინი ცდილობენ, მოკლან იმედი მშვიდობიან მოქალაქეებში. ისინი ჩადიან მკვლელობებს. საუბარია რუსეთის შეიაღარებულ ძალებზე, რომელსაც ისინი ჩადიან უკრაინის ტერიტორიაზე. მე ლავროვს მოვუყევი ლავროვს მოვუყევი იმ დაცხრილული მშვიდობიანი მოქალაქის შესახებ, რომელიც სამშვიდობოს მიდიოდა. ეს სამხედრო დანაშაულია. იმედი მაქვს, ლავროვი განიხილავს ამ მოლაპარაკების შედეგს რუსეთის ხელისუფლებასთან, როგორც  სამხედრო, ისე პოლიტიკურ მაღალჩინოსნებთან და ისინი გამოთქვამენ სურვილს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის იქნება სამშვიდობო დერეფანი გახსნილი“ – განაცხადა კულებამ პრესკონფერენციაზე.

მან იმედი გამოთქვა, რომ ყველა აგებს პასუხს სამხედრო დანაშაულისთვის.

მსგავსი თემები