„რუსეთი არ არის მზად, დასრულდეს ომი“ – ლავროვი-კულებას შეხვედრა დასრულდა

„ძალიან მძიმე იყო იმის მოსმენა, რასაც ლავროვისგან ვისმენდი“ – ეს განცხადება უკრაინის საგარეო მინისტრმა დმიტრო კულებამ, ანტალიაში, ლავროვთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა. მისი თქმით, რუსეთი ომის დასასრულებლად ზად არ არის.

„არ მაქვს იმედი, რომ ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნება. იმედი მაქვს, რომ რუსეთი რეალური განზრახვა იქნება რეალური დიალოგი და არა პროპაგანდაზე დაფუძნებული ყალბი ინფორმაციის გავრცელება. როცა რუსეთი მზად იქნება ასეთი მოლაპარაკებებისთვის, ჩვენც ვიქნებით მზად. ადამიანების სიცოცხლე ჩვენთვის მთავარი ფასეულობაა. მოლაპარაკებების დროს დიდი დრო დაეთმო ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტას, რადგანაც ახლა ეს მთავარი პრიორიტეტია. ძალიან მძიმე იყო იმის მოსმენა, რასაც ლავროვისგან ვისმენდი. მაქვს განცდა, რომ რუსეთი არ არის მზად დამყარდეს მშვიდობა და დასრულდეს ომი. ცდილობენ ალყაში მოაქციონ ჩვენი შეიარაღებული ძალები, ჩვენ არ დავნებდებით“ – განაცხადა კულებამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

მსგავსი თემები