მსოფლიოს ყურადღება, უკრაინის პარალელურად ანტალიისკენაა, სადაც მოლაპარაკება დაიწყო

ამ წუთებში, ანტალიაში უკრაინის საგარეო მინისტრისა და რუსეთის საგარეო მინისტრის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა თურქეთის პირველი დიპლომატის, შუამავლობით შედგა. ანტალიაში მედია თითქმის მთელი მსოფლიოდან ჩავიდა.

შეხვედრების ადგილი სასტუმრო “რეგნუმია“.  ომში ჩართული მხარეების შეხვედრის დაწყებამდე კი დმიტრო კულება და სერგეი ლავროვი ცალ-ცალკე თურქეთის საგარეო მინისტრსაც შეხვდნენ.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ლავროვი და კულება პირველად ხვდებიან ერთმანეთს.

მსგავსი თემები