რუსული ჯარის ნახევარზე მეტი წვევამდელია, ბევრი უკვე ტყვეა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინაში გაგზავნილი ჯარისკაცების უმეტესობა წვევამდელები არიან. 300-ზე მეტი წვევამდელი, რომელიც უკრაინელების ტყვეობაშია, უკრაინულ მხარეს მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის.

„დატყვევებული წვევამდელებმა საინტერესო ამბებს ყვებიან. მათ შორის სირიის მეთოდზე უკრაინაში, როდესაც ისინი ალყაში აქცევენ ქალაქებს და იქიდან გამომდინარე, რომ ვერ უგებენ უკრაინულ ჯარს, ცდილობენ მოუგონ მოსახლეობას. ანალოგიურად, როგორც მარიუპოლში ხდება,“- აცხადებს არესტოვიჩი.

მისივე თქმით, უკრაინაში გაგზავნილი ჯარის ნახევარზე მეტი სწორედ წვევამდელია.

 

მსგავსი თემები