„რუსული ბომბები დაეცა მარიუპოლის საავადმყოფოსა და სამშობიარო ცენტრს“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

„რუსული ბომბები დაეცა მარიუპოლის საავადმყოფოსა და სამშობიარო ცენტრს. ბავშვთა საავადმყოფო, მოქმედი სამშობიარო, ეს შენობები დანგრეულია“ – ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მარიუპოლის ბავშვთა და სამშობიარო საავადმყოფოს დაბომბვის შემდეგ გააკეთა და “ომის დანაშაული” უწოდა.

პრეზიდენტის თქმით, ეს შენობები დანგრეულია და იქ მყოფი ადამიანები არავისთვის არანაირ საფრთხეს წარმოადგენდნენ.

„ბომბი  დაეცა მარიუპოლის საავადმყოფოსა და სამშობიარო ცენტრს. ბავშვთა საავადმყოფო, მოქმედი სამშობიარო, ეს შენობები დანგრეულია. ბავშვთა საავადმყოფო, სამშობიარო, რატომ იყვნენ ისინი საფრთხე რუსეთის ფედერაციისთვის. როგორი ქვეყანაა რუსეთის ფედერაცია, რომელსაც ეშინია საავადმყოფოების, ეშინია სამშობიაროების და ანადგურებს მათ“, – განაცხადა პრეზიდენტმა ვიდეო მიმართვაში.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას სჯერა,  საბოლოოდ, პუტინი შეწყვეტს საომარ მოქმედებებს და მოლაპარაკებებს დაიწყებს და ეს  მას შემდეგ მოხდება, რაც დაინახავს, რომ შემოჭრილი რუსული ძალები უკრაინელების სასტიკ წინააღმდეგობას ხვდებიან.

 

მსგავსი თემები