„შეაჩერე ომი, გაიყვანე შეიარაღებული ძალები და ჩაერთე დიპლომატიაში“ – იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი კრემლს კიდევ ერთხელ მიმართავს. პუტინისთვის გზავნილი უცვლელია – „შეაჩერე ეს ომი, გაიყვანე შეიარაღებული ძალები და ჩაერთე დიპლომატიაში“.

იენს სტოლტენბერგი იმეორებს ადრე ნათქვამ სიტყვებს, რომ პუტინმა შეარყია ევროპის უსაფრთხოება. რუსეთმა დაარღვია მშვიდობა ევროპაში.

„პრეზიდენტმა პუტინმა წამოიწყო სასტიკი ომი, მშვიდობიანი სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ. მხოლოდ იმიტომ, რომ ის მიდრეკილია, აირჩიოს საკუთარი გზა – დემოკრატიისა და თავისუფლების გზა. პრეზიდენტ პუტინის ომი არა მხოლოდ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, არამედ ცდილობს, გაანადგუროს მთელი საერთაშორისო წესრიგი“ –  აცხადებს იენს სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, ნატო-ს მოკავშირეები გააქტიურდნენ და რუსეთს სანქციების სახით მძიმე საფასური დააკისრეს.

მისივე თქმით, მოკავშირეები უზრუნველყოფენ მეტ სამხედრო, ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უკრაინისთვის.

„ჩვენ ვაწესებთ უპრეცედენტო საფასურს რუსეთისთვის, რომელიც მიმართულია რუსული ბანკებისა და კომპანიებისკენ, ისევე როგორც პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქებისკენ“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისივე შეფასებით, პუტინს სურს, ნატო ნაკლები დოზით იყოს წარმოდგენილი რუსეთის საზღვრებთან, თუმცა, პირიქით იღებს – მეტ ნატოს აღმოსავლეთის ფლანგზე.

 

მსგავსი თემები