უკრაინა ყველას მოუწოდებს, არ გაავრცელონ ინფორმაცია შეიარაღების მიღების შესახებ

უკრაინულმა მხარემ, როგორც იქნა, მიიღო გადაწყვეტილება და ყველას მოუწოდა ნუ გაავრცელებენ ინფორმაციას,  ქვეყანამ რა შეიარაღება მიიღო პარტნიორებისგან.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, გრძელდება მოლაპარაკებები უკრაინის დასაცავად დახმარების მისაღებად.

„სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა არის ძალიან დელიკატური სფერო, რომელიც მოითხოვს უკიდურესად დაბალანსებულ მიდგომას, განსაკუთრებით ომის დროს. მივმართავ ყველას: გთხოვთ, ნუ გაავრცელებთ შეტყობინებებს გარკვეული ქვეყნების მიერ ჩვენი სახელმწიფოსთვის იარაღის მიწოდების შესახებ. გთხოვთ, ამაზე კომენტარისგან თავი შეიკავოთ. ამ თემებზე საუბრის უფლება ექსკლუზიურად ოფიციალურ პირებს დაუტოვეთ“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

შეგახსენებთ, რომ როგორც უკრაინული მხარე, ისე პარტნიორები საჯაროდ ავრცელებდნენ ინფორმაციას, რა შეიარაღება გადასცეს და რა შეიარაღება მიიღო უკრაინამ, რაც თავისთავად, მტრის სამსახურს ნიშნავს. უფრო მეტიც, ვიდეო და ფოტომასალაც კი ვრცელდებოდა, სად და როგორ არიგებენ იარაღს უკრაინაში.

 

მსგავსი თემები