შაქარი და წიწიბურა დახლებიდან გაქრა, შიშით მოსახლეობა ყველაფერს იმარაგებს  

პანიკური შიში გამო, მოსახლეობა ყველანაირ პროდუქტებს იმარაგებს, რამაც ბაზარზე გავლენა იქონია. ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები დახლებიდან გაქრა. ბიზნესი ამ ყველაფერს კი მოსახლეობის შიშს აბრალებს და აცხადებს, რომ სჭირდებათ თუ არა, ვისაც შესაძლებლობა აქვს, ყველანაირ პროდუქტს იმარაგებს, განსაკუთრებით კი პირველადი მოხმარების პროდუქტებს.

რითეილ ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყანაში შაქარზე პანიკური მოთხოვნაა.

„გიდასტურებთ, რომ სავაჭრო ქსელებში შაქრის გაყიდვები გაიზარდა. გუშინ, შაქარზე, მარილსა და ზეთზე დეფიციტი წარმოიქმნა, თუმცა გუშინ იყო 8 მარტი, ისვენებდნენ დისტრიბუტორები და დეფიციტი გარკვეულწილად ამით იყო გამოწვეული. ვთხოვ მოსახლეობას, პანიკურად ნუ შეისყიდიან პროდუქციას. ეს ბაზარზე დეფიციტსაც გამოიწვევს და ფასებიც ხელოვნურად გაიზრდება“ – აცხადებს მირანდა მანჯგალაძე.

იმპორტიორების თქმით კი ქვეყანაში თვენახევრის მარაგი არსებობს.

რაც შეეხება მოსახლეობას, როგორც ისინი აცხადებენ, რაც დანაზოგი თანხა გააჩნიათ, ისეთ პროდუქტებს ყიდულობენ, რაც არსებობისთვის აუცილებელია.

„ომია, რომელიც ჩვენზეც აისახება. მოვედი ჩემი დანაზოგით შაქარი, წიწიბურა და სხვა პროდუქტები რომ მომემარაგებინა, თუმცა, აგერ, ჩემი ჩამონათვალიდან 4-5 პროდუქტი არც იყიდება, გაუთავდათ. როგორც ვიცი, რუსეთიდან და უკრაინიდან შემოდი ეს პროდუქტები და რა გვეშველება არ ვიცი. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ფასები გასამმაგებულია“ – გვითხრა ერთ-ერთმა მომხმარებელმა.

რაც შეეხება ფასებს, ბაზრობაზე წიწიბურას ფასი 5.20 ლარამდე ავარდა, შაქარი კი 4.80 ლარი ღირს.

მსგავსი თემები