21:00 საათამდე „სიჩუმის საათი“ გამოცხადდა, მოსახლეობა უკრაინიდან გარბის

ოკუპანტი ქვეყანა და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ მოსახლეობას ქვეყნის დასატოვებლად რამდენიმე საათს მისცემენ, შეთანხმების მიხედვით, ცეცხლი 21:00 საათამდე არ გაიხსნება. მოსახლეობის გაყვანა კი 6 პუნქტიდან მიმდინარეობს.

უკრაინის რეინტერგაციის მინისტრის ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, მათ „წითელ ჯვარსაც“ მიმართეს.

„ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნება შემდეგი მიმართულებებით: ენერგოდარი-ზაპოროჟიე, სუმი-პოლტავა, მარიუპოლი-ზაპოროჟიე, ვოლნოვახა-პოკროვსკი, იზიუმი-ლოზოვაია და კიევის ოლქის ქალაქებიდან, ბუჩიდან, ვორზელიდან, ირპინიდან, ბოროდიანკიდან და გოსტომელიდან დედაქალაქ კიევისკენ“ – განმარტავს მინისტრი.

დამატებით, გადარჩენის ოპერაცია იგეგმება ქალაქ ვორზელის ბავშვთა სახლში, სადაც 50 ბავშვის და 26 თანამშრომელი იმყოფება.

 

მსგავსი თემები