„კითხვა მგონი არ უნდა დაისვას –  ვინ დაიწყო ომი” – შს მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური კითხვას – ვინ დაიწყო ომი?  ყოყმანის გარეშე პასუხობს და აცხადებს, რო ომი რუსეთმა დაიწყო.

„თვითონ პირდაპირ აღიარებენ, რომ შევედით ჯარებით და დავიწყეთ ეს ოპერაცია. ოპერაცია დაარქვეს მათ, მაგრამ ომია ხომ პირდაპირ.  კითხვა მგონი არ უნდა დაისვას – ვინ დაიწყო ომი.  პირდაპირ რუსეთმა გამოაცხადა, შეიყვანა ჯარები და დაიწყო ომი. ამას რა კითხვა უნდა. თვითონ პირდაპირ აღიარებენ, რომ შევედით ჯარებით და დავიწყეთ ეს ოპერაცია. ოპერაცია დაარქვეს მათ, მაგრამ ომია ხომ პირდაპირ. რა კითხვა უნდა? უკრაინას რომ არ დაუწყია ომი“ – ასე უპასუხა მინისტრმა ჟურნალისტებს.

მსგავსი თემები