ვირუსით 865 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 7 733 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 865 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 820  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  11.19%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 629 930-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.19%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 18.43% ხოლო 7 დღის მანძილზე – 15.55%.

 

მსგავსი თემები