უკრაინისა და რუსეთის საგარეო მინისტრები ხვალ თურქეთში შეხვდებიან  

მოლაპარაკების შემდეგი ეტაპი თურქეთის ტერიტორიაზე გაიმართება. შეხვედრის ადგილი საკურორტო ზონა – ანტალია, მომლაპარაკებელი პირები კი სერგეი ლავროვი და დმიტრო კულება იქნებიან.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ოფიციალურად დაადასტურეს ინფორმაცია, რომ ანტალიაში სერგეი ლავროვსა და დმიტრო კულებას შორის შეხვედრა იგეგმება.

კრემლის ინფორმაციით,  სერგეი ლავროვი დღეს გაემგზავრება თურქეთის ქალაქ ანტალიაში საერთაშორისო დიპლომატიურ ფორუმზე, სადაც დაგეგმილია მისი კონტაქტი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან.

მსგავსი თემები