„სანქციებს არ ვუერთდები, მთავარია ბილეთი გაიყიდოს, რით გაიყიდება, არ მადარდებს“ – თამაზ გაიაშვილი

“ჯორჯიან ეარვეისის” ხელმძღვანელი თამაზ გაიაშვილი აცხადებს, რომ ის რუსეთის მიმართ მსოფლიო სანქციებს არ უერთდება და არც არანაირი ვალდებულება აქვს შეუერთდეს. მისი თქმით, მთავარია თვითმფრინავის ბილეთები გაიყოდოს და როგორ და ვისზე გაიყიდება არც ადარდებს.

საუბარია საქარველოში უპრეცენდენტო რაოდენობის რუსეთის მოქალაქეების შემოდენებაზე. „საქართველოს ავიახაზებს“ დღეში ამდენი ფრენა არასდროს ჰქონია. რუსეთის მოქალაქეებით დატვირთული თვითმფრინავები საქართველოში შემოდიან და შემოდიან, რეისები ერთმანეთის მიყოლებით სრულდება. ბილეთების ფასიც კატასტროფულ მაქსიმუმამდეა და რამდენიმე თვის ბილეთების უკვე გაყიდულია.

როგორც გაიაშვილმა „რადიო თავისუფლებასთან“ განაცხადა, რუსეთის მოქალაქეები რა ბარათებით იყიდიან ბილეთებს, ამას მისთვის არანაირი მნიშვნელობა აქვს.

“ჯორჯიან ეარვეისის” საიტზე კი გადახდის სისტემაში რუსული Мир-იც გამოჩნდა.

„თუ რამე შეიძლება, რომ ბილეთი გაიყიდოს, ყველა სისტემა იმუშავებს. მე სანქციებს არ ვუერთდები და არანაირი ვალდებულება არ მაქვს შევუერთდე. სახელმწიფო არ ვარ, კერძო კომპანია ვარ. მე მაინტერესებს ბილეთი გავყიდო, რით გაიყიდება, ეგ საერთოდ არ მადარდებს…“ – აცხადებს გაიაშვილი.

რაც შეეხება Мир-ს, გაიაშვილის პოზიცია ასეთია: „მე არ მექნება ასეთი გადახდის სისტემა, ეგენი აქვთ ბანკებს, ვისთანაც ვმუშაობთ. ჩემ საიტზე იმიტომ ჩანს, რომ მაგას ბანკები აკეთებენ. როგორ გგონიათ, საერთაშორისო კომპანიას, რომელიც 30 წელია ბაზარზეა, მარტო საქართველოში აქვს საბანკო ანგარიში? ყველგან გვაქვს, სადაც დავფრინავთ. ადრე რუსეთშიც დავფრინავდით, ბელარუსშიც”, – აცხადებს თამაზ გაიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ “ჯორჯიან ეარვეისის” საიტზე გადახდის სისტემაში “მასტერქარდისა” და “ვიზას” გვერდით რუსული Мир -იც გაჩნდა.

 

მსგავსი თემები