„შუძლია აიღოს ქალაქი, თუმცა, ვერასდროს შეძლებს მის შენარჩუნებას“ – ჯო ბაიდენი პუტინზე

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტის მიმართ მორიგ გზავნილს ავრცელებს და ეუბნება, რომ ის ვერასდროს შეძლებს უკრაინის შენარჩუნებას.

„მან უკვე ორი მილიონი უკრაინელი ლტოლვილად აქცია. ჩვენ უზრუნველვყოფთ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარებით, ასევე მათ, ვინც ლტოლვილები გახდნენ. მათ უნდა ქონდეთ ყველა საჭირო საშუალება. ჩვენ  უზრუნველვყოფთ მათ უსაფრთხოებას. რუსეთი, შესაძლოა, საშინელ ფასად კვლავ გააგრძელებს თავის წინსვლას, თუმცა ერთი რამ ცხადია –  უკრაინა ვერასდროს იქნება პუტინის გამარჯვება. პუტინს შეუძლია აიღოს ქალაქი, მაგრამ ის ვერასდროს შეძლებს ამ ქვეყნის შენარჩუნებას“ – აცხადებს ჯო ბაიდენი.

„პუტინის ომი“ – ასე უწოდებს ბაიდენი რუსეთ-უკრაინის ომს.

„უკრაინელებმა თავისი სიმამაცით, პატრიოტიზმითა და თავისუფლად ცხოვრების დაუმორჩილებლობის მტკიცე ნებისყოფით მთელი მსოფლიო შთააგონეს. პუტინის ომმა ქალების, ბავშვების და დანარჩენი უკრაინელების უზარმაზარი ტანჯვა და სიკვდილი გამოიწვია“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

მსგავსი თემები