ჯილდო მილიონი დოლარი  რუსულ თვითმფრინავისთვის

ვინც უკრაინულ მხარეს რუსულ თვითმფრინავს გადასცემს, ჯილდოს სახით მილიონ დოლარს მიიღებს. აღნიშნული გზავნილი პრეზიდენტ ზელენსკის გუნდის წევრმა დავით არახამიამ გააჟღერა.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება მზადაა, გადაუხადოს მილიონი აშშ დოლარი ნებისმიერ პირს, ვინც მათ აგრესორების თვითმფრინავს გადასცემს.

„კონცერნი „Укроборонпром“ გადასცემს პრემიას მილიონი დოლარის ოდენობით მოპარული, ან ნადავლი რუსული სამხედრო თვითმფრინავისთვის, ხოლო 500 ათას დოლარს მტრის ვერტმფრენისთვის“ – აცხადებს არახამია.

პრემია ეხებათ რუს სამხედროებსაც, თუ ისინი სამხედრო საფრენ აპარატს უკრაინას გადასცემენ.

 

მსგავსი თემები