უკრაინაში სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები დაბომბეს

ოკუპანტის ჯარებმა, მორიგი იერიში უკრაინაში სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებზე მიიტანეს და დიპლომატიურ წარმომადგენლობების  ოფისები დაბომბეს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაბომბილია საბერძნეთის, სლოვენიის, აზერბაიჯანისა და ალბანეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობები.

„მარიუპოლში რუსული არმიის სარაკეტო თავდასხმების შედეგად დაზიანდა შენობა, რომელშიც განთავსებული იყო საბერძნეთის გენერალური საკონსულო და ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის ოფისი, ასევე დაზიანდა სლოვენიისა და აზერბაიჯანის საპატიო საკონსულოების შენობა“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

 

მსგავსი თემები