„მშვიდობიანი ქალაქი სუმი ისევ დაიბომბა“ – ზელენსკის მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინაში საკმაოდ ბევრი ტექნიკა და სამხედრო შეიარაღება დაკარგა, თუმცა, ნაცისტების მათ ტერიტორიაზე შეჭრას არაერთი ბავშვი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

„რუსეთს ბოლო 30 წლის განმავლობაში არ დაუკარგავს იმდენი საავიაციო ტექნიკა, რამდენიც ამ 13 დღის განმავლობაში უკრაინაში დაკარგა. მეცამეტე დღეა ვიბრძვით. ოკუპანტებს ვანადგურებთ, სადაც შეგვიძლია, ყველგან. მაგრამ არის ცა, ასობით რუსული საკრუიზო რაკეტა. ოკუპანტების ასობით საბრძოლო თვითმფრინავი. ასობით ვერტმფრენი. დიახ, ჩვენ ვანადგურებთ. ჯერ კიდევ აქვთ საკმარისი რაკეტები ტერორისთვის. ხუთას კილოგრამიანი ბომბები ჯერ კიდევ საკმარისად აქვთ, რომ ჩამოაგდონ ჩერნიგოვისა და კიევის თავზე, ოდესასა და ხარკოვზე, პოლტავასა და ჟიტომირზე, ათეულობით უკრაინის ქალაქზე, მილიონობით მშვიდობიან უკრაინელ მოქალაქეზე”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამ წუთებში უკრაინაში “სამშვიდობო დერეფანია” გამოცხადებული. სამოქალქო პირები ქვეყანას ტოვებენ. შეთანხმების მიხედვით, ცეცხლი 21:00 საათამდე არ უნდა გაიხსნას.

 

მსგავსი თემები