ლვოვის მუზეუმიდან კულტურულ საგანძურს ცლიან

ლვოვის ეროვნული მუზეუმი ცარიელდება. რუსული ნაღმებისგან საგანძურის გადასარჩენად, მუზეუმის დაცლა დაიწყო. ყველაფერს ფუთავენ და სარდაფებში მალავენ. როგორც მუზეუმის დირექტორი  CNN-თან ინტერვიუში აცხადებს, ერთადერთი გადარჩენა ექსპონატების დასაცავად, მისი დარბაზებიდან გატანაა.

„ვხედავთ, როგორ ბომბავს რუსეთი საცხოვრებელ ტერიტორიებსა და ადამიანებსაც კი, რომლებიც ევაკუაციას ცდილობენ. ისინი გარანტიებს იძლეოდნენ, რომ ამას არ გააკეთებდნენ, მაგრამ ახლა ჩვენ მათ ვერ ვენდობით. უნდა ვიზრუნოთ მემკვიდრეობაზე, ეს ჩვენი ეროვნული საგანძურია”, – აცხადებს მუზეუმის დირექტორი  იგორ კოჟანი.

რუსებმა ერთი მუზეუმი, სადაც ცნობილი უკრაინელი მხატვრის მარია პრიმაჩენკოს ნამუშევრები ინახებოდა, გაანადგურეს. მას ცეცხლი წაუკიდეს და მთლიანად დაიწვა.

 

მსგავსი თემები