„ოკუპანტების თანამზრახველი“ – უკრაინული საიტი თორნიკე რიჟვაძეზე

ოკუპანტების თანამზრახველი – ამ სექციაში შეიყვანა უკრაინულმა საიტმა myrotvorets აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. ამის მიზეზი რიჟვაძის  მხრიდან გაკეთებული განცხადება გახდა, რომელმაც დასმულ კითხვაზე – ვინ დაიწყო ომი უკრაინაში, ჟურნალისტები “დარგის ექსპერტებთან” გადაამისამართა.

ცნობისთვის: myrotvorets [მშვიდობისმყოფელი] – უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების, მშვიდობის, ჰუმანურობისა და საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ დანაშაულის ნიშნების კვლევის ცენტრია;

საიტი უკრაინაში 2014 წლიდან მუშაობს და აღრიცხავს იმ მოხალისეებს, დაქირავებულ მკვლელებს, სამხედროებსა, თუ ომის დამნაშავეებს ვინც ოკუპანტების მხარეს იბრძვის.

მსგავსი თემები