“დაბრუნდეს მსოფლიოს მასშტაბით მყოფი ყველა უკრაინელი მშვიდობისმყოფელი და დახმარება გაუწიოს არმიას” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა გასცა ბრძანება, რომ მსოფლიოს მასშტაბით მყოფი უკრაინელი მშვიდობისმყოფელები დაბრუნდნენ ყველა მისიიდან და დახმარება გაუწიონ უკრაინის ძალებს.

უკრაინის პრეზიდენტმა გვიან ღამით კიდევ ერთი მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ის მის გუნდთან ერთად რჩება კიევში და არსად დამალვას არ აპირებს.

ზელენსკიმ უკრაინელი ხალხის გამბედაობას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებენ გამარჯვებისთვის. მისივე ინფორმაციით, გაგრძელდება მოლაპარაკებებიც, სანამ მშვიდობა არ დამყარდება.

უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ 96 ჯარისკაციც დააჯილდოვა.

მსგავსი თემები