„შეხვედრა დანაშაულის თანაორგანიზატორთან“ – 10 მარტი, ანტალია

10 მარტს რუსეთისა და უკრაინის საგარეო მინისტრები თურქეთის ტერიტორიაზე, ანტალიაში შეხვდებიან. უკრაინის საგარეო მინისტრმა დმიტრო კულებამ კარგად იცის, რას ეტყვის ლავროვს შეხვედრის დაწყებამდე.

„შეხვედრა 10-შია დაგეგმილი. ვნახოთ, ჩავა თუ არა ანტალიაში, მაშინ მეც ჩავფრინდები, დავსხდეთ და ვისაუბროთ. პირველი სიტყვები, რომლითაც ბატონ ლავროვს მივმართავ, ძალიან მარტივი იქნება. ვეტყვი: ბატონო ლავროვ, ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრას ვმართავ დანაშაულის, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის თანაორგანიზატორთან.

ამ მოლაპარაკებებში თქვენ შეგიძლიათ შეაჩეროთ ან თუნდაც სცადოთ ამ დანაშაულის შეჩერება. ასე რომ, მოდით, სერიოზულად ისაუბრეთ” – აცხადებს დმიტრო კულება.

მისივე თქმით, თუ ლავროვი აბსურდულ პროპაგანდას დაიწყებს და გაიმეორებს, რომ რუსეთი მშვიდობიან მოქალაქეებს არ ბომბავს და მოსახლეობას იცავს, შესაბამის პასუხს მიიღებს.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, თურქეთის ჩარევით, მოლაპარაკება ანტალიაში შედგება.

 

მსგავსი თემები