პუტინი აცხადებს, რომ ომში წვევამდელებს არ გამოიძახებენ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადომერ პუტინი რუს ქალებს  ქალთა საერთაშორისო დღეს ულოცავს. პარალელურად, აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში წვევამდელების გაწვევა არ მოხდება.

„სამხედრო მოქმედებებში არ მონაწილეობენ და არ მიიღებენ მონაწილეობას წვევამდელები. არ მოხდება რეზერვისტების დამატებით გამოძახება. დაკისრებულ ამოცანებს მხოლოდ პროფესიონალი სამხედროები წყვეტენ. დარწმუნებული ვარ, ისინი საიმედოდ უზრუნველყოფენ რუსეთის მოსახლეობის მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, – აცხადებს პუტინი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რეზერვისტების მოტყიებით გაგზავნის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ დუმის წევრაც დაადასრურა და აღიშნა, რომ ერთი ბატალიონიდან მხოლოდ 4 წვევამდელი გადარჩა.

დუმის დეპუტატი აცხადებს, რომ წვევამდელები მოტყუებით წაიყვანეს ომში და ხოცავენ

მსგავსი თემები