რუსულ-უკრაინული მოლაპარაკება დასრულდა

ორმხრივი მოლაპარაკების მესამე ეტაპი დასრულდა. უკრაინული მხარის განცხადებით, გარკვეული ცვლილებები არის.

„ლოჯისტიკისა და ჰუმანიტარულ დერეფნებთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებები გვაქვს. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ამჯერად შევთანხმდით, რომ რაღაც შეთანხმებამდე მისვლას ვეცდებით. ის შედეგი, რომელიც უკრაინაში არსებულ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს, ჯერჯერობით არ გვაქვს“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ მიხაილ პოდოლიაკმა.

 

მსგავსი თემები