„ქვეყანამაც უნდა გააცნობიეროს, რას ნიშნავს იყო ევროპელი, განსაკუთრებით მთავრობამ“ – ევროპარლამენტარი საქართველოზე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩენე საქართველოს ევროკავშირის წევრობის წინაპირობას ახსენებს და ამბობს, რომ  ამისათვის საჭიროა ევროპულად მოქცევა.

„600-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა მხარი დავუჭირეთ რეზოლუციას იმ ჩანაწერით, რომ ევროპულმა საბჭომ უნდა დაიწყოს დისკუსიები უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე და რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნებზეც. რასაკვირველია, საქართველოს ყოველთვის აქვს მხარდაჭერა, ეს მხარდაჭერა ექნება ჩემგანაც, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ქვეყანამაც უნდა გააცნობიეროს, რას ნიშნავს, იყო ევროპელი, განსაკუთრებით მთავრობამ. ეჭვი არ მეპარება ქართველ ხალხში, მაგრამ ეჭვები მაქვს არსებული ხელმძღვანელობის მიმართ. მათი ქმედებები ყოველთვის არ არის ევროპული“ –  აცხადებს ევროპარლამენტარი.

 

მსგავსი თემები