რა შემთხვევაში შეწყდება ომი – რას ითხოვს კრემლი?!

კრემლი უკრაინას ულტიმატუმს უყენებს და ომის შეწყვეტის პირობებს ასახელებს. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ომი შესაძლოა, ნებისმიერ დროს შეწყდეს, თუმცა, ამისთვის საჭიროა, უკრაინამ რუსეთს მოთხოვნები შეასრულოს.

·        უკრაინამ სამხედრო მოქმედებები უნდა შეწყვიტოს;

·        კონსტიტუციაში ნეიტრალური სტატუსი გაიწეროს;

·        ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში უნდა აღიაროს;

·        სცნოს „ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობა.

„ჩვენ სინამდვილეში ვასრულებთ უკრაინის დემილიტარიზაციას. ჩვენ მას დავასრულებთ. მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ უკრაინამ დაასრულოს მისი სამხედრო მოქმედებები. მათ უნდა შეწყვიტონ თავიანთი სამხედრო მოქმედებები და მაშინ აღარავინ აღარ ისვრის,“- განაცხადა პესკოვმა „როიტერმა“.

 

მსგავსი თემები