უკრაინისა და რუსეთის საგარეო მინისტრები ანტალიაში შეხვდებიან​

უკრაინა-რუსეთის ომის შეწყვეტის  საკითხში აქტიურად მონაწილეობს თურქული მხარე. სწორედ მათი ჩართულობით, ანტალიაში რუსეთისა და უკრაინის საგარეო მინისტრების შეხვედრა ჩაინიშნა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, შეხვედრა 10 მარტს გაიმართება და მას სამმხრივი ფორმატი ექნება.

„ჩვენი მთავარი მიზანი კონფლიქტების შეჩერებაა. სამმხრივ სამიტს გავმართავთ ხუთშაბათს, 10 მარტს. ჩვენ დიდი ძალისხმევა გამოვიჩინეთ მხარეთა შეხვედრის უზრუნველსაყოფად. ლავროვმა განაცხადა, რომ მზად არის, დაესწროს ანტალიაში გასამართ შეხვედრას. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კულებამ ასევე განაცხადა, რომ დაესწრება“, – აღნიშნა ჩავუშოღლუმ.

შეახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის მორიგი, მესამე მოლაპარაკება დღეს ისევ ბელორუსის საზღვართან იმართება.

 

მსგავსი თემები